როიალ ბატონში მიმდინარე სატელევიზიო პროექტები — 02.06.2014

როიალ ბატონში, GDS-ის სატელევიზიო პროექტის, სერიალის „პანიკის გარეშე” გადაღებები დასრულდა. თანამშრომლობა წარმატებულად შედგა. თვენახევრის განმავლობაში სასტუმროს ტერიტორიაზე 6 სერია ჩაიწერა. მოხარული ვართ სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობით და ვაგრძელებთ მათთან ურთიერთობას.

მალე იხილავთ GDS Production-ის მიერ გადაღებულ, როიალ ბატონის სარეკლამო ვიდეო კლიპს. სასტუმროში ასევე მიმდინარეობს „ტელე იმედი”-სა და „კიკალა სტუდიოს” პროექტის „ადრენალინი” გადაღებები, რომელზეც დასწრება საკმაოდ საინტერესოა, ორ კვირაში ერთხელ, ჩვენს დამსვენებელს საშუალება ეძლევა დააკვირდეს ყველაზე ექსტრემალური ქართული პროექტის გადაღებების ცოცხალ პროცესს. უახლესი ინფორმაციისა და ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალის სანახავად ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს.

ამჟამად საიტიდან დაჯავშნა დროებით შეზღუდულია.

გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯავშნების დეპარტამენტს.

სახელი

გვარი

დაგავიწყდათ პასვორდი?